სიახლეები
-
სასამართლო მენეჯერთა ფორუმი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, 2016 წლის 23-24 აპრილს სასტუმრო ,,კაჭრეთის ამბასადორში საერთო სასამართლოების მენეჯერებისათვის ფორუმი გაიმართა.
25 აპრილი 2016
შეკრების მიზანი იყო სასამართლო მენეჯერებს წარემართათ დისკუსია არსებულ პრობლემებზე, სიახლეებზე და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
ფორუმის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სასამართლო ხარისხის და მისი გაზომვის კრიტერიუმების (CEPEJ-ის სტანდარტი) შესახებ. გაეცნენ ინფორმაციას სასამართლო ადმინისტრირების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, განიხილეს ადამიანური რესურსების მართვის (HRM) და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის ბოლოს, ფორუმის მონაწილეებმა მენეჯერების წინაშე არსებული პრობლემების გადაწყევტის გზებზე იმსჯელეს.
საერთო სასამართლოების მენეჯერების ფორუმი, ევროპის საბჭოს პროექტის ,,მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში მხარდაჭერით გაიმართა. -
2016 წლის 25 აპრილს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2016 წლის 25 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
22 აპრილი 2016 -
მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის (WJP) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის ინდექსის კვლევის შედეგად საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა
მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის (WJP) მიერ განხორციელებული 2015 წლის კვლევის თანახმად, სამართლის უზენაესობის მაჩვენებელში საქართველომ 31-ე ადგილიდან 29-ე ადგილზე გადმოინაცვლა. 2015 წელს კვლევა 102 ქვეყნის შეფასების საფუძველზე განხორციელდა, 2014 წელს კი - 99 ქვეყნის. საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ლიდერია.
20 აპრილი 2016 -
Freedom House-ის მიერ მომზადებული წლიური ანგარიში
2016 წელს სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებლობის ინდექსი გაუმჯობესდა, რისი მიზეზიც, გასულ წლებთან შედარებით სასამართლო სისტემის სტრუქტურული გაუმჯობესება და სასამართლოს გაზრდილი დამოუკიდებლობაა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე პირველად გაუმჯობესდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი.
კვლევის შედეგეგი დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: https://freedomhouse.org/report/nations-transit/2016/georgia#ref66
19 აპრილი 2016 -
ეფექტური კომუნიკაციის და იმიჯის ფორმირების საკითხებზე ორდღიანი სემინარი გაიმართა
ევროპის საბჭოს პროექტის ,,მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში მხარდაჭერით 2016 წლის 16-17 აპრილს სასტუმრო ,,კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა ორდღიანი სემინარი ეფექტური კომუნიკაციის და იმიჯის ფორმირების საკითხებზე.
გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. სემინარს უძღვებოდა ექსპერტი ვლადიმერ მკერვალიშვილი.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ტრენერისგან მოისმინეს ეფექტური კომუნიკაციის პრაქტიკული რჩევები, იმსჯელეს სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნებსა და ამოცანებზე ასევე სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებმა დასახეს და კონკრეტულად განსაზღვრეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმა.
18 აპრილი 2016 -
2016 წლის 18 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016 წლის 18 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
დღის წესრიგიგანთავსდება მოგვიანებით.
15 აპრილი 2016