ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის (WJP) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის ინდექსის კვლევის შედეგად საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

20 აპრილი 2016

მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის (WJP) მიერ განხორციელებული 2015 წლის კვლევის თანახმად, სამართლის უზენაესობის მაჩვენებელში საქართველომ 31-ე ადგილიდან 29-ე ადგილზე გადმოინაცვლა. 2015 წელს კვლევა 102 ქვეყნის შეფასების საფუძველზე განხორციელდა, 2014 წელს კი - 99 ქვეყნის. საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ლიდერია.

ასეთი კვლევა პირველად საქართველოსთვის 2012-2013 წელს ჩატარდა, სადაც საქართველომ  97 ქვეყნიდან 36-ე ადგილი დაიკავა.

კვლევა ხორციელდება რვა სხვადასხვა ფაქტორის შეფასების საფუძველზე: სახელისუფლო ძალაუფლების ბოჭვა; კორუფციის აღმოფხვრა; ღია მმართველობა; ფუნდამენტური უფლებები; წესრიგი და უსაფრთხოება; საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულირება; სამოქალაქო საქმისწარმოება; სისხლის მართლმსაჯულება და არაფორმალური მართლმსაჯულება.

პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ. კვლევის შედეგეგი დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: http://worldjusticeproject.org/