ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ზედამხედველობს სასამართლო სისტემის სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წელიწადში ერთხელ წარედგინება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც, თავის მხრივ, კონფერენციის ფარგლებში მიაწვდის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლებს.

2018 წლის 25 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროგრესის ანგარიში წარუდგინა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლებს. პროგრესის ანგარიში მიზნად ისახავდა 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობის შესრულების თვალსაზრისით არსებული ვითარების აღწერასა და წარდგენას. კონფერენციის ფარგლებში, ხაზი გაესვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ამჟამად მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევას:

 

სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის და მისი იმპელემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის ანგარიში

 

Progress Report on Implementation of 2017-2021 Judiciary Strategy and its Action Plan