ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლო მენეჯერთა ფორუმი

25 აპრილი 2016

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, 2016 წლის 23-24 აპრილს სასტუმრო ,,კაჭრეთის ამბასადორში“ საერთო სასამართლოების მენეჯერებისათვის ფორუმი გაიმართა. 
შეკრების მიზანი იყო სასამართლო მენეჯერებს წარემართათ დისკუსია არსებულ პრობლემებზე, სიახლეებზე და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
ფორუმის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სასამართლო ხარისხის და მისი გაზომვის კრიტერიუმების (CEPEJ-ის სტანდარტი) შესახებ. გაეცნენ ინფორმაციას სასამართლო ადმინისტრირების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, განიხილეს ადამიანური რესურსების მართვის (HRM) და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის ბოლოს, ფორუმის მონაწილეებმა მენეჯერების წინაშე არსებული პრობლემების გადაწყევტის გზებზე იმსჯელეს. 
საერთო სასამართლოების მენეჯერების ფორუმი, ევროპის საბჭოს პროექტის ,,მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.