სიახლეები
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმიანება კოალიციის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისათვის მიერ წამოწყებულ კამპანიას, კამპანიის პრეზენტაციის დროს შემუშავებულ პეტიციაში გაკეთებულ განცხადებებს.
საბჭო ადასტურებს, რომ სასამართლო ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე მთელი თავისი საქმიანობის გამო და მიიჩნევს, რომ ეს ანგარიშვალდებულება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობითაც მიიღწევა. საბჭო ასევე ადასტურებს, რომ კვალიფიციური, ავტორიტეტული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამკვიდრება კვლავაც რჩება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად; რომ ამ სფეროში კვლავ დიდია განვითარებისა და გაუმჯობესების აუცილებლობა; რომ სასამართლო რეფორმა წარმოუდგენია, როგორც განვითარებისა და გაუმჯობესებისაკენ მუდმივი სვლა და, რომ მუდამ შეუწყობს ხელს სისტემის სრულყოფის მიზნით ნებისმიერი გონივრული იდეისა თუ წინადადების ცხოვრებაში დანერგვას.
13 აპრილი 2016 -
08 აპრილი 2016
2016 წლის 11 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
2016 წლის 11 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
8 აპრილი 2016 -
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2016 წლის 6-7 აპრილს ბორჯომში, სასტუმრო რიქსოსში ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები. გასვლითი სამუშაო შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში(PROLOG) ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრას უძღვებოდა GIZ-ის საერთაშორისო ექსპერტი - ალეშ ზალარი.
7 აპრილი 2016 -
02 აპრილი 2016
2016 წლის 4 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016 წლის 4 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
2 აპრილი 2016 -
ინფორმაცია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის №1/107 გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის, პასუხის (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმებში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდება 2016 წლის 1 აპრილიდან. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრის (შესაგებლის) შეტანისას, როგორც წესი, წარდგენილი უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმა არ არის წარდგენილი ნაბეჭდი სახით), ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითებისას (თუ მითითება ხდება სხდომის ოქმზე) უნდა აღინიშნოს დროის ის მონაკვეთი, როდესაც ოქმში მხარისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. ამასთან, სამოქალაქო საქმეზე სარჩელისა და შესაგებლის ფორმას დაემატა შეკითხვა საქმის სასამართლო მედიაციისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.
სასამართლოს ახალი ფორმები იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
30 მარტი 2016 -
25 მარტი 2016
2016 წლის 28 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016 წლის 28 მარტს 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
25 მარტი 2016