სიახლეები
-
განცხადება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება 2016 წლის 16 მაისს მედიაში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას უკავშირდება. საზოგადოებრივი ინტერესის და საქმის რეზონანსულობის გათვალისწინებით, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს მოჰყვა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:
ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. კერძოდ, იუსტიციის საბჭოსთვის გაუგებარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების დაუსაბუთებელად მიჩნევა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნებული არ არის და უცნობია რა არგუმენტებს ეყრდნობა იგი. მივიჩნევთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ა/წ 16 მაისს გაკეთებული განცხადებები ხელყოფს საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოვუწოდებთ დაიცვან საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსი და მისი პრეამბულით გათვალისწინებული პრინციპები.
17 მაისი 2016 -
2016 წლის 23 მაისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2016 წლის 23 მაისს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
17 მაისი 2016 -
16 მაისი 2016
საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების სამი თვის ანგარიში
ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების სამი თვის ანგარიში.იხილეთთანდართული დოკუმენტი.16 მაისი 2016 -
13 მაისი 2016
2016 წლის 16 მაისს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
2016 წლის 16 მაისს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
13 მაისი 2016 -
05 მაისი 2016
გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი
გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.
2. მოქმედ მოსამართლეებს.
3. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 7 წელი.
5 მაისი 2016 -
2016 წლის 28 აპრილს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016 წლის 28 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
27 აპრილი 2016