სიახლეები
-
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მე-3 სამუშაო ჯგუფის ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება პირველი შეხვედრა. სადაც მონაწილეები შეთანხმდნენ რომ სამუშაო ჯგუფში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1) სასამართლოების, მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრა;
21 ივლისი 2016
2) სასამართლოს ეფექტიანი ადმინისტრირება;
3) სასამართლოს ინფრასტრუქტურა, მათ შორის, IT ინფრასტრუქტურა;
4) სასამართლო სისტემის ბიუჯეტირება;
5) მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი;
6) სამართლებრივი ეფექტურობა;
7) მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემა;
8) მოსამართლეთა დატვირთულობა და საქმეთა განაწილება;
9) სასამართლოს სერვისები;
10) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება;
11) ხარისხის მართვა; -
ახალდანიშნული მოსამართლეები მოსამართლის ფიცს დადებენ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის კენჭისყრის შედეგად არჩეული 9 მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცს დადებს.
ფიცის დადების ცერემონია გაიმართება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2016 წლის 25 ივლისს 10:00 საათზე, ფიცის დადების შემდეგ ჩატარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. დღის წესრიგი განთავსდება მოგვიანებით.
-
2016 წლის 18 ივლისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2016 წლის 18 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ერთი საკითხის განხილვა.
18 ივლისი 2016 -
14 ივლისი 2016
მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა 44 მოსამართლე. მათგან 21 მოქმედი მოსამართლე, 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის
14 ივლისი 2016 -
11 ივლისი 2016
მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა!
2016 წლის 14 ივლისს 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა.
მოსამართლეობის კანდიდატებს ვთხოვთ, კიდევ ერთხელთანდართული ფაილისშესაბამისად
11 ივლისი 2016 -
11 ივლისი 2016
2016 წლის 9 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა
2016 წლის 9 ივლისს მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 191 მოსამართლე. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.
11 ივლისი 2016