საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის კენჭისყრის შედეგად არჩეული 9 მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცს დადებს.
ფიცის დადების ცერემონია გაიმართება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2016 წლის 25 ივლისს 10:00 საათზე, ფიცის დადების შემდეგ ჩატარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. დღის წესრიგი განთავსდება მოგვიანებით.