იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მე-3 სამუშაო ჯგუფის „ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება“ პირველი შეხვედრა. სადაც მონაწილეები შეთანხმდნენ რომ სამუშაო ჯგუფში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1) სასამართლოების, მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრა;
2) სასამართლოს ეფექტიანი ადმინისტრირება;
3) სასამართლოს ინფრასტრუქტურა, მათ შორის, IT ინფრასტრუქტურა;
4) სასამართლო სისტემის ბიუჯეტირება;
5) მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი;
6) სამართლებრივი ეფექტურობა;
7) მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემა;
8) მოსამართლეთა დატვირთულობა და საქმეთა განაწილება;
9) სასამართლოს სერვისები;
10) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება;
11) ხარისხის მართვა;