ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2016 წლის 9 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა

11 ივლისი 2016

2016 წლის 9 ივლისს მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 191 მოსამართლე. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.

კონფერენციაზე,  მოსამართლეებმა ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე აირჩიეს.

მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებად ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნენ: ლევან თევზაძე, ამირან ძაბუნიძე, ირაკლი კოპალიანი და ნიკოლოზ მარგველაშვილი, ხოლო, ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარედ  - ლევან თევზაძე.

კონფერენციის მუშაობას აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.