სიახლეები
-
20 ივნისი 2016
გრძელდება მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება!
გრძელდება მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება.კანდიდატებს უფლება აქვთ გაეცნონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათ შესახებ არსებულ ინფორმაციას.იხილეთ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი.20 ივნისი 2016 -
18 ივნისი 2016
სასამართლო მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2016 წლის 18 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით და UNDP-ის მხარდაჭერით ,,შატო მუხრანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განიხილეს სასამართლო მედიაციის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, განხორციელდა პროექტის განვითარებისათვის აუცილებელ საჭიროებათა ანალიზი დადაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი სამომავლო აქტივობები.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, სასამართლო მედიაციის ასოციაციის წევრები, მედიატორთა ასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.
18 ივნისი 2016 -
17 ივნისი 2016
ჩატარდება ტრენინგი მართლმსაჯულების საკითხებზე
2016 წლის 18-19 ივნისს ,,რუმს ჰოტელ თბილისში მოსამართლეებისათვის, პროკურორებისათვის და ადვოკატებისათვის ჩატარდება ტრენინგი მართლმსაჯულების საკითხებზე, კერძოდ: ევროკონვენციის მე-6 მუხლის მოკლე მიმოხილვა;ზოგადი მიდგომა მტკიცებულებების თაობაზე, მათ შორის მტკიცების სტანდარტი;ჯვარედინი დაკითხვის უფლება;მტკიცებულებების წარდგენა და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ლევან მურუსიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები და საერთაშორისო ექსპერტები.
პროექტი ევროპის საბჭოს ფარგლებში ხორციელდება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
17 ივნისი 2016 -
17 ივნისი 2016
2016 წლის 20 ივნისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2016 წლის 20 ივნისს 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, 11:00 საათზე დაიწყება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგი და კანდიდატების სია.
17 ივნისი 2016 -
გრძელდება მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება!
გრძელდება მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება.კანდიდატებს უფლება აქვთ გაეცნონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათ შესახებ არსებულ ინფორმაციას.იხილეთ კანდიდატებთა გასაუბრების გრაფიკი.11 ივნისი 2016 -
გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განახლებული შენობა გაიხსნა
2016 წლის 9 ივნისს გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განახლებული შენობა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, საბჭოს წევრები, სსიპ საერთო სასამართლოების თავმჯდომარე შოთა ქარჩავა, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
10 ივნისი 2016