ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლო მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18 ივნისი 2016

2016 წლის 18 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით და UNDP-ის მხარდაჭერით ,,შატო მუხრანში“  გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განიხილეს სასამართლო მედიაციის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები.  მათ შორის, განხორციელდა პროექტის განვითარებისათვის აუცილებელ საჭიროებათა ანალიზი და დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი სამომავლო აქტივობები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, სასამართლო მედიაციის ასოციაციის წევრები, მედიატორთა ასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.