2016 წლის 18-19 ივნისს ,,რუმს ჰოტელ თბილისში“ მოსამართლეებისათვის, პროკურორებისათვის და ადვოკატებისათვის ჩატარდება ტრენინგი მართლმსაჯულების საკითხებზე, კერძოდ: ევროკონვენციის მე-6 მუხლის მოკლე მიმოხილვა; ზოგადი მიდგომა მტკიცებულებების თაობაზე, მათ შორის მტკიცების სტანდარტი; ჯვარედინი დაკითხვის უფლება; მტკიცებულებების წარდგენა და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ლევან მურუსიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები და საერთაშორისო ექსპერტები.
პროექტი ევროპის საბჭოს ფარგლებში ხორციელდება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.