სიახლეები
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2016 წლის 6-7 აპრილს ბორჯომში, სასტუმრო რიქსოსში ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები. გასვლითი სამუშაო შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში(PROLOG) ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრას უძღვებოდა GIZ-ის საერთაშორისო ექსპერტი - ალეშ ზალარი.
7 აპრილი 2016 -
02 აპრილი 2016
2016 წლის 4 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016 წლის 4 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
2 აპრილი 2016 -
ინფორმაცია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის №1/107 გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის, პასუხის (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმებში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდება 2016 წლის 1 აპრილიდან. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრის (შესაგებლის) შეტანისას, როგორც წესი, წარდგენილი უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმა არ არის წარდგენილი ნაბეჭდი სახით), ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითებისას (თუ მითითება ხდება სხდომის ოქმზე) უნდა აღინიშნოს დროის ის მონაკვეთი, როდესაც ოქმში მხარისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. ამასთან, სამოქალაქო საქმეზე სარჩელისა და შესაგებლის ფორმას დაემატა შეკითხვა საქმის სასამართლო მედიაციისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.
სასამართლოს ახალი ფორმები იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
30 მარტი 2016 -
25 მარტი 2016
2016 წლის 28 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016 წლის 28 მარტს 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
25 მარტი 2016 -
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება
თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბ-ნი მამუკა ახვლედიანის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული არაერთი განცხადების გამო (მათ შორის, სადაც მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დანაშაულებრივი ჯგუფი უწოდა), იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს ზოგიერთი განმარტება, რათა ნათელი მოჰფინოს რეალობასა და საქმის ნამდვილ ვითარებას.
25 მარტი 2016 -
თბილისის საქალაქო სასამართლოს შტატების ოპტიმიზაციით წელიწადში ნახევარი მილიონი ლარი დაიზოგება
ამა წლის 21 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე-გიორგი მიქაუტაძე შემოვიდა წინადადებით ,,თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რითაც, ახლებურად იქნება გააზრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
25 მარტი 2016