სიახლეები
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭო წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატს ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები 2016 წლის 27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ეწვივნენ ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატს.
მათ პატარებს პროდუქტები, ტანსაცმელი და წიგნები ჩაუტანეს, აღნიშნულ აქციას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად ქართული შოკოლადის/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია შპს ,,ბარამბოც შეუერთდა.
პანსიონატში დილის ლოცვის შემდეგ, აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.
პანსიონატი 2004 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა. პანსიონატს ხელმძღვანელობს სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სადაც 2-დან 18 წლამდე ასაკის 146 აღსაზრდელი ცხოვრობს.
28 იანვარი 2016 -
მოსამართლეობის კანდიდატების სია
მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე 2016წლის18-24 იანვარსდარეგისტრირდა50კანდიდატი. ვაქვეყნებთ კანდიდატთა სიას შესაბამისი ვაკანტური ადგილის მითითებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ფორმალური მხარის შემოწმებას.
იხილეთ კანდიდატთა სია
26 იანვარი 2016 -
22 იანვარი 2016
2016 წლის 25 იანვარს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
2016 წლის 25 იანვარს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთ დღის წესრიგი.
22 იანვარი 2016 -
18 იანვარი 2016
კონკურსი!
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსს.
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.
2. მოქმედ მოსამართლეებს.
3. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 7 წელი.
18 იანვარი 2016 -
15 იანვარი 2016
2016 წლის 18 იანვარს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
2016 წლის 18 იანვარს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთ დღის წესრიგი.
-
14 იანვარი 2016
2016 წლის 15 იანვარს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2016 წლის 15 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთ დღის წესრიგი.
14 იანვარი 2016