ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

02 მარტი 2016

2016 წლის 1 მარტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიზანია ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლებისათვის სამართლებრივ და მათ მომიჯნავე ცნებების შესახებ ცნობიერების გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, დაეხმაროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

პირველი შეხვედრა-სემინარი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესსა და მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა) და დაწინაურების საკითხებს შეეხო. მედიისთვის აღნიშნულ საკითხებზე ვრცელი განმარტებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა: თამარ ალანიამ, ევა გოცირიძემ, მერაბ გაბინაშვილმა და ვახტანგ თორდიამ გააკეთეს.

ზემო აღნიშნულ საკითხებზე საუბრისას სპიკერებმა ჟურნალისტების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს. შეხვედრა სამი საათის განმავლობაში, დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებთან მსგავს შეხვედრებს ყოველკვირეულად გამართავს. შეხვედრები მედიის წარმომადგენლებისათვის აქტუალურ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე გაიმართება და თითოეულ შეხვედრას სამართლის მოწვეული სპეციალისტი  გაუძღვება. აღნიშნული შეხვედრა-სემინარებში მონაწილეობა ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს შეიქმნან ზოგადი წარმოდგენა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტებისა და საკითხების შესახებ.