ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ისუტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

24 თებერვალი 2016

2016 წლის 23 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლოს სისტემაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მოსამართლეებმა  ღიად დააფიქსირეს თავის აზრი და აღნიშნეს, რომ სასამართლოში არსებობდა გარკვეული მენეჯერული პრობლემები, იყო თავმჯდომარესთან კომუნიკაციის პრობლემებიც.  მოსამართლეებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები სასამართლოს დატვირთულობისა და საქმეთა განაწილების წესის თაობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს დღეებში  შეხვდება  თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებს.

შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ღია ფორმატში გაიმართა და მას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.