2016 წლის 6-7 აპრილს ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოსში“ ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები. გასვლითი სამუშაო შეხვედრა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრას უძღვებოდა GIZ-ის საერთაშორისო ექსპერტი - ალეშ ზალარი.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მართლმსაჯულების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, განიხილეს ევროკავშირის მართლმსაჯულების პოლიტიკის დამდგენი დოკუმენტები და კანდიდატი ქვეყნების უახლესი მიდგომები. ასევე, ევროპული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავეს და გამოკვეთეს მართლმსაჯულების რეფორმის ეროვნული სტრატეგიის ძირითად ელემენტები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითარების პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის 13-14 თებერვალს, საერთაშორისო ექსპერტის, როტერდამის სტრატეგიული აკადემიის კონსულტანტის - დაფირ კრამერის მონაწილეობით.