ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეფექტური კომუნიკაციის და იმიჯის ფორმირების საკითხებზე ორდღიანი სემინარი გაიმართა

18 აპრილი 2016

ევროპის საბჭოს პროექტის ,,მართლმსაჯულების სისტემის  დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით 2016 წლის 16-17 აპრილს სასტუმრო ,,კაჭრეთის ამბასადორში“ გაიმართა ორდღიანი სემინარი ეფექტური კომუნიკაციის და იმიჯის ფორმირების საკითხებზე.

გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის  საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. სემინარს  უძღვებოდა ექსპერტი ვლადიმერ მკერვალიშვილი.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ტრენერისგან მოისმინეს ეფექტური კომუნიკაციის პრაქტიკული რჩევები, იმსჯელეს სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნებსა და ამოცანებზე ასევე სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებმა დასახეს და კონკრეტულად განსაზღვრეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმა.