სიახლეები
-
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას შემდეგ კურსებზე:
- მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)
- საპროცესო დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში წარმომადგენლობა
(სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)
რეგისტრაციის დაწყება: 7 აპრილი. 2017 წელს
სწავლების დაწყება: 1 მაისი, 2017 წელს
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/
ტელ: (+995 32)238 11 61
მობ: (+995 599) 68 69 01
6 აპრილი 2017
ელ-ფოსტა:info@hsoj.ge
ვებ-გვერდი: www.hsoj.ge
Facebook:https://www.facebook.com/hsoj.ge/ -
საქართველოს პარლამენტში მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
2017 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა მართლმსაჯულების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4 აპრილი 2017 -
მედიაციის პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
2017 წლის 1 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობა სამოქალაქო-სამართლებრივ დავებს მოიცავს და მიზნად ისახავს მედიაციის პროგრამის იმპლემენტაციის გზით სასამართლოს განტვირთვის ხელშეწყობას.მემორანდუმს ხელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცერცვაძემ მოაწერეს. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა პირველი სამუშაო შეხვედრა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც მედიატორის დახმარებით მიმდინარეობს და მიმართულია მხარეებს შორის დავის მორიგების გზით გადაჭრისკენ.3 აპრილი 2017 -
31 მარტი 2017
2017 წლის 7 აპრილს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 7 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
დღის წესრიგი განთავსდება მოგვიანებით.
31 მარტი 2017 -
31 მარტი 2017
მოსამართლეობის კანდიდატების ავტობიოგრაფიები!
ვაქვეყნებთ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს მოსამართლეობის იმ კანდიდატების შესახებ, რომლებიც დაშვებულ იქნენ 2017 წლის თებერვლის თვის მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე. ნებისმიერ
31 მარტი 2017 -
31 მარტი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 31 მარტის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 31 მარტის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
31 მარტი 2017