სიახლეები
-
26 აპრილი 2017
მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის, მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციაციების სამდივნოსა და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ორგანიზებით, 2017 წლის 28-29 აპრილს, თბილისში, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართება უკვე ტრადიციული, ყოველწლიური მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების (ესტონეთის, მოლდოვის, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ყაზახეთის), აგრეთვე, ლიტვის, ლატვიისა და გერმანიის მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა თბილისში 2010 წლის ოქტომბერში შედგა. ა/წ 28-29 აპრილის საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება მართლმსაჯულებისათვის ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (მედიაცია) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.
26 აპრილი 2017 -
25 აპრილი 2017
ინფორმაცია!
2017 წლის 26 აპრილს 14:00 საათზე შედგება 2017 წლის 21 აპრილის საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ გადადებულ საკითხზე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით - კენჭისყრა.
25 აპრილი 2017 -
25 აპრილი 2017
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.
გასაუბრება გაგრძელდება 2017 წლის 26 აპრილს. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშირებით
25 აპრილი 2017 -
24 აპრილი 2017
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.
გასაუბრება გაგრძელდება 2017 წლის 25 აპრილს. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშირებით
24 აპრილი 2017 -
22 აპრილი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
22 აპრილი 2017 -
21 აპრილი 2017
იწყება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.
გასაუბრება დაიწყება 2017 წლის 24 აპრილიდან. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშირებით
21 აპრილი 2017