სიახლეები
-
19 ივნისი 2017
ინფორმაცია
ხვალ, 20 ივნისს 10:00 საათზე, გაიმართება კენჭისყრა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
19 ივნისი 2017 -
19 ივნისი 2017
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ზოგიერთი სასამართლოს, კოლეგიის თუ პალატის თავმჯდომარეთა დანიშვნის საკითხი განიხილეს
დღეს, 19 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატების და კოლეგიების შემადგენლობაში მოსამართლეების ცვლიელებებისდა ასევე ზოგიერთ სასამართლოს, კოლეგიის თუ პალატის თავმჯდომარეთა დანიშვნისსაკითხი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, ასევე საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა ამავე პალატის თავმჯდომარედ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა ირაკლი შენგელია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ მალხაზ ოქროპირაშვილი, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი მარინე ცერცვაძე.
19 ივნისი 2017
-
19 ივნისი 2017
2017 წლის 19 ივნისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 19 ივნისს 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხილეთ დღის წესრიგი.
19 ივნისი 2017 -
16 ივნისი 2017
კონკურსი
დღეს, 16 ივნისს, მიმდინარეობს გასაუბრება დამოუკიდებელი ინსპექტორისა და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობებზე დარეგისტრირებულ კონკურსანტებთან.
16 ივნისი 2017 -
14 ივნისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
14 ივნისი 2017 -
12 ივნისი 2017
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გურამ გოცირიძის ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა.
ასევე, დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე სამტრედიის რაიონული სასამართლოდან მივლინებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
12 ივნისი 2017