საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გურამ გოცირიძის ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა.
ასევე, დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე სამტრედიის რაიონული სასამართლოდან მივლინებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.