სიახლეები
-
29 მაისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 29 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 29 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
29 მაისი 2017 -
29 მაისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა 2017-2021 წლების საერთო სასამართლოების სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
2017 წლის 29 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა 2017-2021 წლების საერთო სასამართლოების სისტემის სტრატეგია და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წწ. სამოქმედო გეგმა.
სასამართლოს სისტემის 5 წლიანი სტრატეგიის დოკუმენტი, დაყოფილია 5 სტრატეგიულ მიმართულებად (დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ანგარიშვალდებულება, ხარისხიანი მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა) და მიმოიხილავს თითოეული მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ძირითად ამოცანებსა და მიზნის მიღწევის მთავარ ზომებს. ბოლო ნაწილი კი ეხება სტრატეგიის განხორციელების მექანიზმს და მონიტორინგისა და შეფასების პროცედურას.
29 მაისი 2017 -
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის მიღება გაიმართა
24 მაისსსაქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზშისაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის კენჭისყრის შედეგად არჩეულმამოსამართლეებმა ლევან გელოვანმა, ლეილა გოგიშვილმა, ვერა დობორჯგინიძემ, თამარ კაპანაძემ, ნინო მამულაშვილმა და ციცინო როხვაძემმოსამართლის ფიცი დადეს.
24 მაისი 2017 -
სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
2017 წლის 23 მაისს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნა საქართველოს უზენაესის სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემაც მიმართა. სხდომას მოდერაცია დავების გადაწყვეტის ევროპული ცენტრის თავმჯდომარე, სლოვენიის იუსტიციის ყოფილიმა მინისტრმა, საერთაშორისო ექსპერტმა - ბატონმა ალეშ ზალარიმ გაუწია. მონაწილეებმა განიხილეს სასამართლო სისტემის სტრატეგიის შესაბამისი მიმართულებები.
23 მაისი 2017 -
23 მაისი 2017
2017 წლის 29 მაისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 29 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
23 მაისი 2017 -
ახალდანიშნული მოსამართლეები მოსამართლის ფიცს დადებენ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის კენჭისყრის შედეგად არჩეული მოსამართლეები -გელოვანი ლევან, გოგიშვილი ლეილა, დობორჯგინიძე ვერა, კაპანაძე თამარ, მამულაშვილი ნინო და როხვაძე ციცინოსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცს დადებენ.
23 მაისი 2017