ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალდანიშნული მოსამართლეები მოსამართლის ფიცს დადებენ

23 მაისი 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის კენჭისყრის შედეგად არჩეული მოსამართლეები - გელოვანი ლევან, გოგიშვილი ლეილა, დობორჯგინიძე ვერა, კაპანაძე თამარ, მამულაშვილი ნინო და როხვაძე ციცინო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცს დადებენ.

ფიცის დადების ცერემონია გაიმართება საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2017 წლის 24 მაისს 11:00 საათზე.