სიახლეები
-
10 აპრილი 2017
ინფორმაცია!
2017 წლის 11 აპრილს 14:00 საათზე ჩატარდება გასაუბრება 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან, რომელთაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა უმთავრდებათ 2017 წლის 27 მაისს.
10 აპრილი 2017 -
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩიეს
2017 წლის 8 აპრილს, მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა მეოცე რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 261 მოსამართლიდან 205-მა მიიღო.
მოსამართლეთა კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გიორგი მიქაუტაძე (196 ხმა) და რევაზ ნადარაია აირჩიეს (195 ხმა).
ასევე, ფარული კენჭისყრით, არჩეულ იქნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი - მერაბ ლომიძე (197 ხმა).
კონფერენციაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დამსწრე საზოგადოებას ,,მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი წარუდგინა.
10 აპრილი 2017 -
06 აპრილი 2017
ცვლილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარების დღესთან დაკავშირებით
2017 წლის 07 აპრილს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, ჩატარდება 2017 წლის 11 აპრილს, 11:00 საათზე.
იხილეთ დღის წესრიგი.
6 აპრილი 2017 -
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას შემდეგ კურსებზე:
- მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)
- საპროცესო დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში წარმომადგენლობა
(სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)
რეგისტრაციის დაწყება: 7 აპრილი. 2017 წელს
სწავლების დაწყება: 1 მაისი, 2017 წელს
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/
ტელ: (+995 32)238 11 61
მობ: (+995 599) 68 69 01
6 აპრილი 2017
ელ-ფოსტა:info@hsoj.ge
ვებ-გვერდი: www.hsoj.ge
Facebook:https://www.facebook.com/hsoj.ge/ -
საქართველოს პარლამენტში მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
2017 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა მართლმსაჯულების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4 აპრილი 2017 -
მედიაციის პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
2017 წლის 1 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობა სამოქალაქო-სამართლებრივ დავებს მოიცავს და მიზნად ისახავს მედიაციის პროგრამის იმპლემენტაციის გზით სასამართლოს განტვირთვის ხელშეწყობას.მემორანდუმს ხელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცერცვაძემ მოაწერეს. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა პირველი სამუშაო შეხვედრა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც მედიატორის დახმარებით მიმდინარეობს და მიმართულია მხარეებს შორის დავის მორიგების გზით გადაჭრისკენ.3 აპრილი 2017