სიახლეები
-
10 მაისი 2017
მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა
2017 წლის 11 მაისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა.
10 მაისი 2017 -
08 მაისი 2017
საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მართლმსაჯულების საქმიანობასა და როლზე
2017 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმში ნაჩვენები იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 აპრილის სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის გაშუქებისას წამყვანმა განაცხადა: ნახეთ როგორ აპირებს სასამართლო საკუთარი მიზნებისათვის მედიის გამოყენებას და რა ფორმით ცდილობს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევას.... სასამართლო ხელისუფლება კიდევ უფრო შორს მიდის, მარტო ადამიანების დაშინება და გაჩუმება კი არ უნდათ, არამედ პარალელურად იმიჯის ამაღლება და მედიიდან მათი საქებარი სიტყვების მოსმენა. ამ მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან პირდაპირ ითანამშრომლონ მედია საშუალებებთან. ამაში ფულიც კი ჩადონ და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია თვითონვე ჩაერიონ გადაცემების შინაარსობრივ მხარეში, წინასწარ შეათანხმონ კითხვები და საკითხები, უკარნახონ და მიუთოთონ ჟურნალისტებს როგორ უნდა გაშუქდეს სასამართლოს საქმიანობა...
8 მაისი 2017 -
08 მაისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 8 მაისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 8 მაისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
8 მაისი 2017 -
05 მაისი 2017
ცვლილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 8 მაისის სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით!
2017 წლის 8 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაიწყება 11:30 საათზე, ნაცვლად გამოქვეყნებული 10:00 საათისა.
იხ. დღის წესრიგი.
5 მაისი 2017 -
03 მაისი 2017
მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საყურადღებო ინფორმაცია!
ვაქვეყნებთ მოსამართლის კონკრეტულ ვაკანსიაზე კონკრეტული კონკურსანტების სიას, რომელიც გამოყენებული იქნება კენჭისყრის ბიულეტენებისათვის. მნიშვნელოვანია სიის ავთენტურობა. შესაბამისად ვთხოვთ, კონკურსში მონაწილე კანდიდატებს გადაამოწმონ გამოქვეყნებული სია და შეცდომის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ 3 და 4 მაისს, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595 85 03 95; 577 55 44 21; 577 98 88 84.
ვაკანსიებზე არსებული განაცხადები.
3 მაისი 2017 -
02 მაისი 2017
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სრულდება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასრულებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.
გასაუბრება გაგრძელდება 2017 წლის 3 მაისს. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშირებით
2 მაისი 2017