სიახლეები
-
რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, 3 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.
სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.
3 ივლისი 2017 -
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კაირათ მამი სტუმრობდა. დელეგაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიის თავმჯდომარეებმა და მოსამართლეებმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხირივი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ყაზახი კოლეგები დაინტერესდნენ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სპეციფიკით.
სტუმრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაფიც მსაჯულთა დარბაზი და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მოინახულეს.
27 ივნისი 2017 -
27 ივნისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა ჩატარდება
2017 წლის 3 ივლისს 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობით პირველი სხდომაჩატარდება.
დღის წესრიგიიხილეთ თანდართული ფაილის სახით.
27 ივნისი 2017 -
26 ივნისი 2017
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
2017 წლის 26 ივნისს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიხსნა სასამართლოსა დასისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილი კონფერენცია,რომელსაც სიტყვით მიმართასაქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.
კონფერენციას ესწრებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოსიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.
26 ივნისი 2017 -
მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მოსამართლე წევრები და სადისციპლინო კოლეგიის წევრები აირჩია
2017 წლის 24 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 299 მოსამართლიდან, 279 მიიღო.
24 ივნისი 2017
კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა, 2/3-ის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე (246 ხმა ) აირჩიეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად კი - ირაკლი შენგელია ( 259 ხმა), ირაკლი ბონდარენკო ( 256 ხმა), დიმიტრი გვრიტიშვილი (268 ხმა) და ვასილ მშვენიერაძე (243 ხმა).
მოსამართლეთა კონფერენციაზე, ასევე, ფარული კენჭისყრით, 2/3-ის უმრავლესობით, არჩეულ იქნა სადისციპლინო კოლეგიის წევრები - ამირან ძაბუნიძე (251 ხმა), თეა ძიმისტარაშვილი (263 ხმა) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (247 ხმა). -
დამტკიცდა მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი
2017 წლის 14 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა, რომელზეც დამტკიცდა მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა და მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2017 წლის 24 ივნისი, 11:00 საათი, იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
XXI რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების (სამი წევრის) არჩევა.
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე უნდა წარმოადგინონ კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32.
საკონტაქტო პირები: ნოდარ ბერიძე - nodari.beridze@supremecourt.ge; ტელ: 577 14 99 59; გულიკო ორთოიძე - guliko.ortoidze@supremecourt.ge; ტელ: 577 71 10 50
დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
23 ივნისი 2017