სიახლეები
-
ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად სამუშაო შეხევედრა გამართა
სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიაზე და მისი აღსრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, 15-16 ივლისს, ქობულეთში გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე და დაგეგმილ რეფორმებზე მოხსენება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - კრისტიან ურსემ.
17 ივლისი 2017 -
12 ივლისი 2017
2017 წლის 17 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 17 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი
12 ივლისი 2017 -
11 ივლისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
11 ივლისი 2017 -
2017 წლის 10 ივლისს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 10 ივლისს 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი
3 ივლისი 2017 -
03 ივლისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
3 ივლისი 2017 -
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა
დღეს,3 ივლისს, საქართველოსიუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხიდან პირველ საკითხად განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარისა და სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა წარადგინა.
კანდიდატთან გასაუბრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს.
3 ივლისი 2017