ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2017 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

27 სექტემბერი 2017

2017 წლის 2 ოქტომბერს 10 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული  ბოლო საკითხის განხილვისას სხდომა დაიხურება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

იხილეთ დღის წესრიგი.

სხდომის დასრულების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება 2 მოსამართლესთან (ე. ტუკვაძე და თ. ალანია), რომლებმაც გააკეთეს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის თაობაზე. უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება ჩატარდება 9, 10 და 11 ოქტომბერს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ითვალისწინებს ზემოთ მითითებული მოსამართლეების თხოვნას და არსებული ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით ე. ტუკვაძესთან და თ. ალანიასთან გასაუბრებას ატარებს 2 ოქტომბერს.