სიახლეები
-
04 ოქტომბერი 2017
2017 წლის 9 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 9 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
იხილეთ დღის წესრიგი.
4 ოქტომბერი 2017 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უცხოელ ექსპერტებს შეხვდნენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები რევაზ ნადარაია, ირაკლი შენგელია და შოთა ქადაგიძე ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით პროგრამის ექსპერტს, ფრანგ მოსამართლე ერიკ მინეგერს; პროგრამის მრჩეველს, ლატვიის უმაღლესი სკოლის დირექტორს სოლვიტა კალნინეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელს ანიკო ფარჯიანს შეხვდნენ.
4 ოქტომბერი 2017 -
იუსტიციის საბჭოს მდივანი სამართლის უზენაესობის მდგრადი ინიციატივების ფონდის (FSRI) პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამართლის უზენაესობის მდგრადი ინიციატივების ფონდის (FSRI) პრეზიდენტი ვიქტორ სჩატერი და მედიაციის ექსპერტები ჯენიფერ ბრენდტი და დევიდ ვეისი ესტუმრნენ. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მედიაციის პროგრამების განხორციელებას, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს, სავალდებულო მედიაციის ამოქმედების საჭიროებას. სტუმრებმა ისაუბრეს, თუ როგორია მედიაციის დამკვიდრების პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასსხვა ქვეყნებში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
4 ოქტომბერი 2017 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
2017 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე იესპერ ვიტრუპს (USAID-PROLOG-ის საერთაშორისო ექსპერტი მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის მიმართულებით) შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-PROLOG-ის ხელმძღვანელი - გიორგი ჩხეიძე, ხელმძღვანელის მოადგილე - ნილ ვაინსტაინი, მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმის მიმართულების დირექტორი ინგა თოდრია და სასამართლო რეფორმის მიმართულების კოორდინატორი ეკა ონიანი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან გაცნობითი შეხვედრა მიზნად ისახავდა კვლევის პირველი ეტაპის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და ძირითადი მიზნებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ შეთანხმებას. კვლევის პირველ ეტაპზე მუშაობა ექსპერტმა უკვე დაიწყო და უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებსა და მოხელეებთან გამართავს შეხვედრებს.
3 ოქტომბერი 2017 -
სასამართლო რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სასამართლოს სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, საბჭოს წევრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3 ოქტომბერი 2017 -
02 ოქტომბერი 2017
იუსტიციის უმაღლესამა საბჭომ რთველში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში რთველში მიიღეს მონაწილეობა.
2 ოქტომბერი 2017