ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არჩევას ულოცავს

11 ოქტომბერი 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის სახელით ულოცავს ბატონ ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევას.

მისასალმებელია, რომ საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული მაღალი რანგის იურისტი, რომელიც თავისი ცოდნით და პროფესიული საქმიანობით დაუღალავად ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვასა და მართლმსაჯულების მაღალ იდეალებს. დარწმუნებული ვართ, სტრასბურგის სასამართლოში მისი მოღვაწეობა განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანს ქართული და ევროპული მართლმსაჯულების დაახლოების პროცესს.