ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აღმოსვლეთ პარტნიორობის კანონის უზენაესობის პანელის შეხვედრა

10 ოქტომბერი 2017

მიმდინარე წლის 4 და 5 ოქტომბერს ევროკომისიის ორგანიზებით, ბრუსელში, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა აღმოსვლეთ პარტნიორობის კანონის უზენაესობის პანელის  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროსაბჭოსა და მსოფლიო ბანკის ექსპერტები. 

მხარეებმა იმსჯელეს მართლმსაჯულების რეფორმაზე, კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნაზე, სასამართლოსა და მოსამართლის ანგარიშვალდებულებაზე, სასამართლო სისტემის ეფექტიანობასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე. განხილეს აღნიშნულ სფეროებში პროგრესის გაზომვის ინდიკატორების ევროპული სტანდარტები.

შეხვედრას დაესწრნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტების წარმომადგენლები.