სიახლეები
-
სასამართლო რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სასამართლოს სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, საბჭოს წევრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3 ოქტომბერი 2017 -
02 ოქტომბერი 2017
იუსტიციის უმაღლესამა საბჭომ რთველში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში რთველში მიიღეს მონაწილეობა.
2 ოქტომბერი 2017 -
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
იუსტიციის უმაღლესი სკოლააცხადებს მსურველთა მიღებასმოსამართლეობისსაკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე:
- სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია
- სისხლის სამართლის სპეციალიზაცია
რეგისტრაციის დაწყება:28 სექტემბერი. 2017 წ
რეგისტრაციის დასრულება: 8 ოქტომბერი 2017 წ
სწავლების დაწყება:16 ოქტომბერი 2017 წ
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს:http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/mosgamo
ტელ:(+995 32)238 11 61
მობ:(+995 599) 68 69 01
2 ოქტომბერი 2017
ელ-ფოსტა:info@hsoj.ge
ვებ-გვერდი:www.hsoj.ge
Facebook:https://www.facebook.com/hsoj.ge/ -
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. კენჭისყრაზე მოსამართლე ბადრი შონიას კანდიდატურა იქნა წარდგენილი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობის დასაკავებლად საკმარისი ხმა ვერ მოაგროვა. ამის შემდეგსაბჭოს წევრებმა თემურ გოგოხიას კანდიდატურაზე იმსჯელეს და ის ხმათა უმრავლესობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
სხდომის დასრულების შემდეგ ჩატარდა გასაუბრება 2 მოსამართლესთან ელისო ტუკვაძესთან და თამარ ალანიასთან (მათ გააკეთეს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის თაობაზე).
უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 9, 10 და 11 ოქტომბერს.
2 ოქტომბერი 2017 -
02 ოქტომბერი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
2 ოქტომბერი 2017 -
29 სექტემბერი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
29 სექტემბერი 2017