საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში რთველში მიიღეს მონაწილეობა. სტუმრებმა მევენახეს ნაკვეთში დაახლოებით 1 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენი დაკრიფეს და მოსავლის რეალიზაციაშიც დაეხმარნენ.
„რთველი საქართველოში გამორჩეული მოვლენაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ ერთი დღით ჩამოვსულიყავით კახეთში სოფელ ვარდისუბანში და რთველში მიგვეღო მონაწილეობა. ყურძნის კრეფა სასიამოვნო პროცესია, თან საკუთარი შრომით კახელ გლეხს დავეხმარეთ მოსავლის აღებაში“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.
ყურძნის კრეფის შემდეგ, იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებმა საწნახელში ყურძნის დაწურვაში, თათარის მოდუღებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში მიიღეს მონაწილეობა.