ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა

02 ოქტომბერი 2017

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. კენჭისყრაზე მოსამართლე ბადრი შონიას კანდიდატურა იქნა წარდგენილი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობის დასაკავებლად საკმარისი ხმა ვერ მოაგროვა. ამის შემდეგ საბჭოს წევრებმა თემურ გოგოხიას კანდიდატურაზე იმსჯელეს და ის ხმათა უმრავლესობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჩატარდა გასაუბრება 2 მოსამართლესთან ელისო ტუკვაძესთან და თამარ ალანიასთან (მათ გააკეთეს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის თაობაზე).

უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 9, 10 და 11 ოქტომბერს.