ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საერთო სასამართლოების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის განვითარების ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა

28 სექტემბერი 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საერთო სასამართლოების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის განვითარების მიზნით შექმნილი განახლებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უზენაესი სამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, მოსამართლეები, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს სასამართლო საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის განვითარების გეგმა და განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე შეთანხმდნენ რამდენიმე თემატური სამუშაო ქვეჯგუფის შექმნაზე.

საერთო სასამართლოების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის სრულყოფის მიზნით  სამუშაო ჯგუფი, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა.