ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შესახებ

13 აპრილი 2017

2017 წლის 7 და 13 აპრილს აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №145 დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ალექსანდრე ბარამიძე,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოს დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი, მოსმენილ იქნა მოსაზრებები საქმეთა ავტომატური განაწილების სისტემის შექმნის პროცესის მიმდინარეობის, ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების მოცულობისა და ვადების შესახებ. ამასთან, დაიგეგმა საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნის პროცესის ინტენსიური მონიტორინგის განხორციელების მიზნით შემდგომი სამუშაო შეხვედრა.