სიახლეები
-
24 მარტი 2017
2017 წლის 31 მარტს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 31 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საექსპერტო კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევა, სხდომა წარიმართება დახურულ ფორმატში.
იხ. დღის წესრიგი.
24 მარტი 2017 -
24 მარტი 2017
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი აირჩიეს
2017 წლის 24 მარტს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი შოთა ქადაგიძე.
2017 წლის 23 მარტს შოთა ქადაგიძე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, ექვს კანდიდატს შორის, ოთხმოცდაათი ხმით აირჩიეს.
24 მარტი 2017 -
სასამართლო სისტემის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეხვედრა გაიმართა
2017 წლის 22-23 მარტს სასტუმრო ,,Rooms Hotel Tbilisi-ში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოსისტემისსტრატეგიისსამოქმედოგეგმის შემუშავებაზე შეხვედრა გაიმართა, სადაც კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ სასამართლო სისტემის სტრატეგიის ორი წლიან სამოქმედო გეგმის მთავარ აქტივობებსა და ინდიკატორებზე.
სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირის პროექტი მართლმსაჯულების რეფორმირების მხარდაჭერა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG, USAID). სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ჯგუფის მომხსენებლებთან ერთად ფასილიტაციას უწევდა ,,სინერჯი ჯგუფი.
შეგახსენებთ, რომ მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროცესის ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, სამი შტოს მონაწილეობით შეიქმნა კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედის, კოალიცია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობისთვის, სახალხო დამცველი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
23 მარტი 2017 -
23 მარტი 2017
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
შეიცვალა 2017 წლის 24 მარტის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყების დრო. სხდომა 10:00 საათის ნაცვლად დაიწყება 11:00 საათზე.
23 მარტი 2017 -
17 მარტი 2017
2017 წლის 24 მარტს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 24 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთ დღის წესრიგი.
17 მარტი 2017 -
10 მარტი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 10 მარტის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 10 მარტის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
10 მარტი 2017