სიახლეები
-
24 თებერვალი 2017
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად ახალი კონკურსი ცხადდება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად დღეიდან კონკურსი ცხადდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას; ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული); ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას.
24 თებერვალი 2017 -
23 თებერვალი 2017
მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის - ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა სინერჯი ჯგუფი და ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბატონი კახაბერ სოფრომაძე. ესწრებოდნენ: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
23 თებერვალი 2017 -
23 თებერვალი 2017
ღია წერილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს
ბატონებო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის არჩევისათვის ჩატარებულმა პროცედურებმა ჯერ საქართველოში და შემდეგ ევროპის საბჭოში, გამოავლინა გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები. ევროპის საბჭოს პროცედურების გაუმჯობესების მიზნით მე უკვე მივმართე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ჩემი რამდენიმე წინადადებით. ნება მიბოძეთ, ახლა თქვენ გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა შეიცავალოს ეროვნულ პროცედურებში, რათა შესაძლებელი გახდეს ყველაზე უფრო შესაფერისი კანიდატურების გამოვლენა და წარდგენა.
23 თებერვალი 2017 -
18 თებერვალი 2017
გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი!
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.
2. მოქმედ მოსამართლეებს.
3. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან
18 თებერვალი 2017 -
16 თებერვალი 2017
2017 წლის 17 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 17 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
16 თებერვალი 2017 -
სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მე-4 გასვლითი სხდომა გაიმართა
2016 წლის 10-12 თებერვალს, ბორჯომში, სასტუმროში ,,Crowne Plaza”-ში სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მე-4 გასვლითი სხდომა გაიმართა.
კომიტეტის შეხვედრის მიზანს სასამართლო სისტემის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა და მის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება წარმოადგენდა. სხდომაზე დამუშავდა ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება: დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა; ანგარიშვალდებულება; ხარისხიანი, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და სანდო მართლმსაჯულება.
12 თებერვალი 2017