ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შესახებ

27 მარტი 2017

2017 წლის 24 მარტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპზე დაშვებულ იქნა 105 კანდიდატი, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტებისათვის დამატებითი ვადა მიეცა 3 კანდიდატს, 4 კანდიდატს კი უარი ეთქვა მე-2 ეტაპზე დაშვებაზე.

მე-2 ეტაპზე დაშვებული 105 კანდიდატიდან 11 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი, 9 უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლე, ხოლო 85 რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი და მოქმედი მოსამართლეა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაიწყო მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციის მოძიების ეტაპი. ამასთან, უკვე მიღებულია კონკურსში მონაწილე 65 რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი და მოქმედი მოსამართლის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35(1)-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 5 საქმე (სულ 325 საქმე), რომელთა შესწავლას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები იწყებენ 2017 წლის 28 მარტიდან.