2017 წლის 31 მარტის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგს დაემატა 3 საკითხი:
1. მოსაზრებები და რეკომენდაციები მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით (ვ. მჭედლიშვილი);
2. „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (შ. გეწაძე);
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი (ნ. გვენეტაძე).