2017 წლის 11 აპრილს 14:00 საათზე ჩატარდება გასაუბრება 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან, რომელთაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა უმთავრდებათ 2017 წლის 27 მაისს.
2014 წლის 27 მაისს, 3 წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა 9 მოსამართლე: შოთა ბიჭია, ნინო ბუაჩიძე, სოფიო გაგნიძე, ლევან დარბაიძე, ლაშა თავართქილაძე, ნანა კალანდაძე, თეა ლეონიძე, მანანა მესხიშვილი, მანუჩარ ცაცუა.