2017 წლის 18 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით მოსამართლეობის კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, რომ გაეცნონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათზე არსებულ ინფორმაციას.
საკონკურსო საქმის გაცნობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 577 98 88 84 ან 577 55 44 21.
მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წერილობით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.