სიახლეები
-
19 სექტემბერი 2014
ინფორმაცია!
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ 2014 წლის 20 სექტემბრისმოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დასწრება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 2014 წლის 19 სექტემბერს 17 საათამდე.
საკონტაქტო პირი: თინათინ აბრალავატელ: 227 31 00 (130 შ/ნ)
მობ: 577 15 35 35
19 სექტემბერი 2014 -
შეტყობინება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის კალენდარში შევიდა ცვლილება.2014 წლის 17 სექტემბერს 15 საათის ნაცვლად სხდომა ჩატარდება 12 საათზე.16 სექტემბერი 2014 -
12 სექტემბერი 2014
2014 წლის 17 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2014 წლის 17 სექტემბერს,15:00 საათზე გაიმართებასაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხის განხილვისას სხდომა დაიხურება, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალურია.
12 სექტემბერი 2014 -
საცდელი საკვალიფიკაციო გამოცდა
2014 წლის 7 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩაატარა მოსამართლეობის საცდელი საკვალიფიკაციო გამოცდა.
საცდელ გამოცდაზე მონაწილეობა 50-მა აპლიკანტმა მიიღო. გამოცდა ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსის საგამოცდო ცენტრში.
8 სექტემბერი 2014 -
გამოცხადდა რეგისტრაცია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე!!!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
14 აგვისტო 2014 -
გამოცხადდა რეგისტრაცია საცდელ გამოცდაზე!!!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2014 წლის 20 და 27 სექტემბერს ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას. გამოცდა პირველად ჩატარდება ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.
გამოცდის ჩატარებამდე დაგეგმილია ელექტრონული პროგრამის ტესტირება. ამ მიზნით 2014 წლის 7 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს საცდელ საკვალიფიკაციო გამოცდას, რომელიც რეალური გამოცდის იდენტურად ჩატარდება . ტესტირებისას გამოყენებული იქნება 2012-2013 წლებში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის შექმნილი ტესტები და კაზუსები.
14 აგვისტო 2014