2014 წლის 7 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩაატარა მოსამართლეობის საცდელი საკვალიფიკაციო გამოცდა.
საცდელ გამოცდაზე მონაწილეობა 50-მა აპლიკანტმა მიიღო. გამოცდა ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსის საგამოცდო ცენტრში.
საკვალიფიკაციო გამოცდის ელექტრონული სისტემის ტესტირებისას გამოცდის მსვლელობის არც ერთ ეტაპზე მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოვლენილა.
ელექტრონული სისტემა მოწონებულ იქნა აპლიკანტების მიერ. ის შეფასდა როგორც მარტივი ინტერფეისის მქონე და სამართავად იოლი სისტემა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნული სისტემის გამოყენებით მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას პირველად ატარებს 2014 წლის 20 სექტემბერს.