სიახლეები
-
2014 წლის 3 თებერვალს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2014 წლის 3 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების განხილვა.
სხდომა დახურულია.
29 იანვარი 2014 -
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევი კონკურსი გამოაცხადა
2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
28 იანვარი 2014 -
გამოცხადდა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს.
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან.
21 იანვარი 2014 -
2014 წლის 20 იანვარს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა შედგება 2014 წლის 20 იანვარს, 15:00 საათზე.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
16 იანვარი 2014 -
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ეწვივნენ
2014 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მაიკლ ასტრუპ იენსენსა და ბორის სილევიჩს შეხვდნენ.
15 იანვარი 2014 -
2013 წლის 27 დეკემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა შედგება 2013 წლის 27 დეკემბერს, 12:00 საათზე.
იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.
24 დეკემბერი 2013