დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გერმანიისა და პოლონეთის სასამართლოების დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დელეგაციას დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარე ულრიხ ჰაგენლოხი და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ანდრეი ნემუჟაკი ხელმძღვანელობდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის, მოსამართლეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებზე.