2014 წლის 15 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი გერმანიისა და პოლონეთის სასამართლოების დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დელეგაციას დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარე ულრიხ ჰაგენლოხი და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ანდრეი ნემუჟაკი ხელმძღვანელობდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასა და მუშაობის სპეციფიკაზე, სასამართლოთა შორის თანამშრომლობაზე, მოსამართლეთა შორის პრაქტიკის ურთიერთგაცვლისა და სასამართლო ადმინისტრირების საკითხებზე. დელეგაციის წევრებმა და ქართველმა კოლეგებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
გერმანიისა და პოლონეთის სასამართლოების დელეგაციის წარმომადგენლებმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც გამართეს, რომელთა შორის, ორი წელია აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და ქართველი მოსამართლეები არაერთხელ იმყოფებოდნენ სტუმრად დრეზდენის სასამართლოში.