ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა რეგისტრაცია საცდელ გამოცდაზე!!!

14 აგვისტო 2014

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2014 წლის 20 და 27 სექტემბერს ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას. გამოცდა პირველად ჩატარდება ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.

გამოცდის ჩატარებამდე დაგეგმილია ელექტრონული პროგრამის ტესტირება. ამ მიზნით 2014 წლის 7 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს საცდელ საკვალიფიკაციო გამოცდას, რომელიც რეალური გამოცდის იდენტურად ჩატარდება . ტესტირებისას გამოყენებული იქნება 2012-2013 წლებში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის შექმნილი ტესტები და კაზუსები.

საცდელ გამოცდაზე მონაწილეობის უფლება ეძლევა უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირს, 25 წლის ასაკიდან.

საცდელ გამოცდაზე მონაწილეობას მიიღებს პირველი 50 მსურველი, ვინც გაივლის რეგისტრაციას, ამ სტატიის ბოლოს არსებული სპეციალური საცდელი ტესტირების ბმულიდან.

თუ თქვენ, გარდა საცდელი გამოცდისა, სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ 2014 წლის 20 სექტემბრის რეალურ საკვალიფიკაციო გამოცდაში, ყველა მონაცემი რომელსაც შეიყვანთ საცდელი ტესტირების დროს განმეორებით იქნება შესაყვანი რეალურ სისტემაში რეგისტრაციის დროს.

რეგისტრაციის შემდეგ მთავარ მენიუში - „საკვალიფიკაციო გამოცდა“-ში თქვენ იხილავთ სამივე სპეციალიზაციაზე გამოცხადებულ გამოცდას. ყველა სპეციალიზაციაზე მიბმულია განაცხადის შეტანა. ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი სპეციალიზაცია და გააკეთეთ განაცხადი.

განაცხადი შედგება 3 სექციისაგან: საიდენტიფიკაციო მონაცემები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და უმაღლესი განათლება.

პირველ სექციაში მარჯვენა მხარეს არსებული რედაქტირების ფუნქციით შეგიძლიათ შეცვალოთ ან განაახლოთ რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია.

მეორე სექციაში დამატების ფუნქციით შეიყვანეთ თქვენი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები.

მესამე სექციაში ასევე დამატების გზით შეავსეთ ყველა მითითებული ველი. არ დაგავიწყდეთ დიპლომის დასკანერებული ვერსიის ატვირთვა.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Google Chrome-ის ბრაუზერით.

რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 15 აგვისტოდან (50 მსურველის დარეგისტრირებამდე).

გაცნობებთ, რომ საცდელ გამოცდაზე მიღებული შედეგები (წარმატებული ან წარუმატებელი) ვერ იმოქმედებს 2014 წლის 20 სექტემბრის საკვალიფიკაციო გამოცდის ძირითად შედეგებზე.

 

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია საცდელ გამოცდაზე (გადადით ბმულზე)

რეგისტრაცია დასრულებულია